საქართველომ ნატო-სთან ახალ დოკუმენტი გააფორმა. ურთიერთკავშირის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოეწერა. დოკუმენტი ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ერთობლივ ქმედებებს ითვალისწინებს. საუბარია კიბერ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. სხდომაზე დეტალურად განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების თემა. საუბარი იყო ავღანეთის ოპერაციაზეც. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაიდო ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც.
"ჩვენ მივესალმებით წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და ვაფასებთ გადაწყვეტილებას ქართველი სამხედროების გაორმაგებასთან დაკავშირებით. დღეს კი გვქონდა საშუალება გავაღრმავოთ საქართველოსთან თანამშრომლობა", - აღნიშნულია ნატო-ს განცხადებაში.