აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა არის გადასადგმელი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან და ჩვენს ამ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებას ქართული მხარე ელოდება თურქეთის მხრიდან.
"აზიზიეს თემა მიბმულია ოშკის ფიზიკურად გადარჩენის თემაზე. ოშკი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. მისი დანგრევის პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და, ბუნებრივია, ეს ძეგლის არის გადასარჩენი. სანაცვლოდ, თურქეთის ხელისუფლება ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აზიზიეს მეჩეთის აშენების უფლებას, სადაც ამას ადგილობრივი ხელისუფლება მიუთითებს. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია და ჩვენ ამ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს", - განაცხადა რურუამ.