განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწას ასახელებს.
განათლების სამინისტრო ამ მიზნით რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. კერძოდ,
მიმდინარე წელს იგეგმება ფიზკულტურის გაკვეთილების შეცვლა სპორტის გაკვეთილებით.
სკოლებში დაინერგება ასევე კომპიუტერის გაკვეთილები, შემოღებული იქნება კულტუროლოგიის დისციპლინა და სამხედრო-პატრიოტული სწავლება.