საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არ მსურს სუსტი რუსეთი. მისი თქმით, ის ძალიან შორს არის რუსეთის ნაციონალური ინტერსების მტრობისგან.
" ვოცნებობ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური, დარწმუნებული საკუთარ ძალაში და იმაში, რომ სწორი გზით მიდის; ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელსაც არ დასჭირდება სხვების დამცირება თავისი ილუზიური სიდიადის დასამტკიცებლად; ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას თითოეული მისი მოქალაქისთვის და არ შეეცდებოდა ისინი პურის ნაცვლად საშიში ნოსტალგიით გამოეკვება; ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო, დაცულ, მკაფიო საზღვრებს და არა ისეთზე, რომელიც მუდმივად ცვლის მათ. ღარიბებს მითები არ ასაზრდოებს და ქვეყნების ფარგლები უფრო რთული დასაცავია, ვიდრე საზღვრები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსი პატრიოტები, რომლებსაც ყველაფერი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, საქართველოს მტრები არ არიან.
"მათ ისევე სურთ ძლიერი რუსეთი, როგორც ჩვენ - ძლიერი საქართველო, ან ძლიერი აზერბაიჯანი. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ჩვენი ძმები. მათ სურთ თავიანთი ქვეყნისთვის ის, რაც ჩვენ საკუთარი ქვეყნებისთვის გვინდა. ერთ დღესაც, ჩვენ მათთან ერთად შევქმნით მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცეს. ჩვენ ამას ენთუზიაზმით გავაკეთებთ, რადგან ვერ შევცვლით გეოგრაფიას და ვერ წავშლით ისტორიას. ჩვენ ეს არ შეგვიძლია და არც გვსურს. ეს არის ჩვენი საერთო ადგილი, ეს არის ჩვენი საერთო ისტორია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.