"აზრს ვერაფერი შეგვაცვლევინებს - ამ მომავლის სახელი ევროკავშირი და ნატო იქნება", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
"რუსეთთან საერთო წარსული და ერთად ასაშენებელი მომავალი გვაკავშირებს. აზრს ვერაფერი შეგვაცვლევინებს - ამ მომავლის სახელი ევროკავშირი და ნატო იქნება და ეს არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების აუცილებელ გაწყვეტას - ეს ამას არ უნდა ნიშნავდეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
"ეს იყო 140 მილიონი რუსისთვის მოსაწვევის გაგზავნის ტოლფასი: ჩვენ გელოდებით თქვენ, როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, მსახიობებს, მწერლებს, ჩვენ მოგესალმებით, ისე როგორც სტუმრებს და პარტნიორებს, მაგრამ - არა როგორც ოკუპანტებს",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "მათ, ვინც ამ გაწვდილ ხელს უარყოფს; მათ, ვისაც სურს მენტალური და ფიზიკური კედლების აშენება; მათ, ვისაც კვლავაც მიაჩნია ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება საფრთხედ, მსურს ვუთხრა, რომ ცივი ომი 1991 წლის დეკემბრის ერთ ბედნიერ დღეს დასრულდა. მინდა მათ ვუთხრა: არ არსებობს რაიმე საიდუმლო გეგმა ბრუსელში ან ვაშინგტონში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ სუვერენიტეტს და სიახლეებთან ბრძოლის ნაცვლად, ცვლილებებს უნდა შეეგებონ. ყოველივე ეს მათ უნდა დაიწყონ იმით, რომ შეწყვიტონ ხალხის მიწების ოკუპაცია, ენთიკური წმენდა და განსხვავებული რელიგიური ჯგუფების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება", _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.