"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მცირე განცხადებების სუბსიდირება გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში კომპანიები ბეჭვდით მედიაში რეკლამის განთავსებაზე მცირე ოდენობის თანხას ხარჯავენ.
"2010 წლის მონაცემებით რეკლამიდან შემოსავალმა 3.5 დან 4.5 აშშ დოლარი შეადგენა. ამდენად, მცირე რეკლამები და პირადი განცხადებები უძრავი ქონების, მანქანების თუ სხვა საქონლის და მომსახურების შესახებ, გაზეთებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ინტერნეტ ვებგვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედია ორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა.
საჯარო რეესტრის პროექტი ფართოდ გაშუქდა ნაციონალური არხებით(„რუსთავი 2";„იმედი"). პარალელურად მისი რეკლამირება ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით და თბილისსა და გორში პრომოაქციებით მიმდინარეობდა. „24 საათი" სარგებელს ნახულობს, როგორც გარანტირებული სარეკლამო შემოსავლების სახით, ასევე საჯარო რეესტრის სააგენტოს პრომოაქციებით, რაც ზრდის ამ გაზეთის ცნობადობას", - ნათქვამია განხცადებაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მტკიცებით,
2011 წლის ივლისში საჯარო რეესტრის მიერ ნაციონალური გაზეთებისთვის უძრავი ქონების რეკლამის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ნათლად გამოჩნდა, რომ ის საგანგებოდ „24 საათს" მოარგეს.
" გაზეთი „24 საათი" პროსახელისუფლებო ბეჭდურ მედიად მიიჩნევა. ის უკვე წლებია სარგებლობს ექსკლუზიური კონტრაქტით და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი ამ გაზეთში თავსდება. თუმცა, მისი გამომცემელი ასეთი სახის შეფასებას არ ეთანხმება. მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს ტენდერით გათვალისწინებული პროექტი ამოიწურა, „24 საათი" განაგრძობს ცალკე რეკლამებისთვის განკუთვნილი გაზეთის გამოცემას. ჩვენ რამდენიმე წერილით მივმართეთ საჯარო რეესტრის სააგენტოს, სადაც ვთხოვდით ამ საჯარო უწყებას ეპასუხა ჩვენთვის, თუ რა პირობებით განახლდა კონტრაქტი „24 საათთან" და რამდენი დახარჯა სამთავრობო სააგენტომ აღნიშნული პროექტის პოპულარიცაზიისთვის. საჯარო რეესტრის სააგენტომ წერილზე არ გვიპასუხა.
თუმცა, საჯარო რეესტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განუცხადა, რომ „24 საათთან" თანამშრომლობა ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვის წესის საფუძველზე განახლდა. ჩვენი არაერთი მცდელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „24 საათის" გამომცემლის სატელეფონო კომენტარი მოგვეპოვებინა, წარუმატებელი აღოჩნდა", - აღნიშნულია განცხადებაში.