საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს საერთო სტრატეგიული მეხსიერება, წარსული და საერთო სწრაფვა მშვიდობიანი და თავისუფალი მომავლისა.
"ჩვენი მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა ცრემლითა და ღიმილით, იმედითა და შფოთვით. აზერბაიჯანი და საქართველო უძველესი ერები არიან, თუმცა ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოებია. ისინი ეჯახებიან საერთო გამოწვევებს. და ყველაზე მთვარი არის ის, რომ ისინი ამ გამოწვევებს ერთად, შეთანხმებულად ეჯახებიან. ეს არა მხოლოდ წარსულის, არამედ უახლოესი მომავლის მაგალითია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.