როდესაც ბაქოში ჩამოვდივარ, აღფრთოვანებული ვარ ქვეყნისა და ქალაქის განვითარებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია პარლამენტში გამოსვლა. როგორ ყოველთვის აქ დიდი სიამოვნებით ჩამოვედი და ყოველ ჯერზე როცა კი მე ბაქოში ჩამოვდივარ მე აღფრთოვანებული ვარ ქვეყნისა და ქალაქის განვითარებით. ეს ნამდვილი გამოწვევაა ჩვენი თვალებისა და ჩვენი ჭკუისათვის. უცბად გინდა გაიხსენო, თუ როგორ გამოიყურებოდა ის 10, 20 და თუნდაც 2 წლის წინ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი უსწრაფესად განვითარდა და ახლა საერთაშორისო არენაზე მსხვილი მოთამაშეა.
"თქვენი წევრობა გაეროს უშიშროების საბჭოში ამისი დასტურია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ როგორც აზერბაიჯანის ნამდვილ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს მხოლოდ უხარია მისი წარმატება.