აზერბაიჯანის პრეზიდენტმს ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდი დაათვალიერებინა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მიხეილ სააკაშვილმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში გუშინ დაიწყო. გაიმართა შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდა. დღეს მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ის შეხვედრებს საკანონმდებლო ორგანოშიც გამართავს. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც აზერბაიჯანის პარლამენტში.