ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკაში წასვლას აპირებს. როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" თავმჯდომარეობის დატოვების მიზეზი სწორედ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება გახდა. ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, დღეს მივიდა იმ ზღვარზე, რომ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს ქვეყანაში არსებული ბევრი უსამართლობის გამო.
"ინსტიტუტის ფარგლებში ვეღარ ვახერხებ ჩემი პოზიციის დაფიქსირებას და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინსტიტუტი დამეტოვებინა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის თქმით, ჯერ არ ავს რომელიმე პარტიას შეუერთდება თუ საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.
"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" თავჯდომარეობის დატოვების შესახებ განცხადება გია ხუხაშვილმა დღეს გააკეთა.