ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 7 მარტს, 17:00 საათზე, ევროპის სახლში (დადიანის ქ. 2) გაიხსნება პატიმარ ქალთა ნამუშევრების (თექა, გობელენი) გამოფენა-გაყიდვა - "შემოქმედება - ღირსებისთვის".
გამოფენას საზეიმოდ გახსნიან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
გამოფენა ორგანიზებულია ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო ორგანიზაციის "ციხის საერთაშორისო რეფორმა" და ნორვეგიის ქალთა სწავლება "ნდობა" ხელშეწყობით. გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები მოხმარდება პატიმარ ქალთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.