7 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტში გამართავს შეხვედრას. ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და სიტყვით გამოვა აზერბაიჯანის პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვია. იგი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.