დღეს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელოდებიან, რასაც მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევა განაპირობებს. ამჯერად X ტიპის ანუ მაქსიმალური მოცულობის ამოფრქვევა დაფიქსირდა.
ძლიერი ამოფრქვევა მზის სისტემაში 48 საათის წინ დაფიქსირდა. შედეგად დამუხტული და გაბნეული ნაწილაკების ნაკადი დედამიწას მოუახლოვდა და დღეს მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია.
გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის მატება და თავბრუსხვევა ეს ის სიმპტომებია, რომლებიც შეიძლება ამ მაგნიტურმა ქარიშხალმა გამოიწვიოს.
მედიკოსები ასევე აცხადებენ, რომ ასეთ დროს სტენოკარდიული შეტევებით პაციენტთა რაოდენობა მატულობს. ამიტომ სპეციალსტები გულსისხლძარღვთა დაავადებებით დაავადებულ ადამიანებს ნაკლები დატვირთვისკენ მოუწოდებენ.
მზეზე ამოფრქვევის შედეგად სეისმურ რაიონებში მიწისძვრების ალბათობაც მატულობს.
ბოლოს, ყველაზე მძლავრი ანუ X ტიპის აფეთქეა 6 წლის წინ დაფიქსირდა.