მიმდინარე წლიდან სკოლებში მოსწავლეებისათვის საკრედიტო ბარათებს შემოიღებენ. განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მოსწავლეებს სკოლებში ფულის გამოყენება აეკრძალებათ და ისინი საკრედიტო ბარათებით ისარგებლებენ.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა და განვითარებაა და აღნიშნული ცვლილებებიც ამ მიზნით ხორციელდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვის მიზნით, სკოლებში ასევე შემოღებული იქნება სასკოლო მანდატურების ინსტიტუტი.