აშშ-ს ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოთქვამს.
მან საკუთარი დამოკიდებულება "ტვიტერის" მიკრობლოკზე დაწერა.
"აღშფოთებული ვაკვირდები მშვიდობიანი მანიფესტანტების დაკავებას პუშკინის მოედანზე. მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ეს უნივერსალური ღირებულებებია", _ აცხადებს მაიკლ მაკფოლი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთში გამართული საპროტესო აქციების 350-ზე მეტი მონაწილე იქნა დაკავებული. მოსკოვის პოლიციამ დაკავებულთა გატავისუფლების შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა.
დაკავებულთა შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც.