საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 წლებში სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები გამოაქვეყნა.
სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, 2010-2011 წლებში მთავარი გამოწვევა სკოლებში მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა იქნება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიზრდება სასკოლო ატესტატის მნიშვნელობა და ამ მიზნით 2011 წელს ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში სასკოლო ატესტატის მისაღებად გამოცდებში 10 ძირითად სავალდებულო საგანში მოხდება მინიმალური კონპეტენციის ჩაბარება. მათ შორის კომპიუტერში, მათემატიკასა და ფიზიკაში.
განათლების სამინსიტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სკოლაში დასწრება იქნება შეფასების ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტი. სკოლებში ასევე შეიქმნება და განვითარდება მოსწავლეთა თვითმმართველობა. მოხდება სასკოლო ოლიმპიადების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება.