„ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი დღე ხელვაჩაურის რაიონში მოსახლეობას შეხვდა. გონიოს მცხოვრებლები იმ მიწების ჩამორთმევას აპროტესტებენ, რაც მათ 2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაუკანონეს. 800-მდე ოჯახის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ დაიწყო მიწების ჩამორთმევის პროცესი. სასამართლო განხილვები დღემდე გრძელდება.
„ეს არნახული უსამართლობაა. ჩვენ უკვე წლებია ამ ხალხთან ერთად ვცდილობთ კანონიერების აღდგენას, „ქრისტიან-დემოკრატებმა" ამ თემაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან დებატებისას, ახლახან გამოქვეყნდა სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად შეფასებულია როგორც კანონდარღვევა, საკუთრების უფლების ხელყოფა. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ხელისუფლებამ პატივი სცეს ამ ოჯახების კონსტიტუციურ უფლებას ან ღირსეული კომპენსაციით გამოისყიდოს ეს მიწები" - განაცხადა ახვლედიანმა.
გიორგი ახვლედიანთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები მონაწილეობდნენ.