ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნის ვადები კონკრატდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში".
მოქმედი ნორმით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია.
კანონპროექტის თანამხად კი დგინდება, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
კერძოდ კი 310-ე მუხლის „ე" ქვეპუნქტი თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პირი უფლებამოსილია გახდება მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.