2010 წლის ივლისში პედაგოგთა ნებაყოფლობითი სერთიფიცირება დაიწყება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ეს მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიზნად მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებას ისახავს.
მასწავლებლები, რომლებიც სერთიფიცირების პროცესს გაივლიან, მომატებულ ხელფასს მნიიღებენ.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.