ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი პრეპარატი, ხველის საწინააღმდეგო წამალი, ენდემური ჯიშის კავკასიური სუროსგან დამზადდება. პრეპარატი ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა შექმნილი და ის სპაზმური, ასთმული ხველისა და ბრონქიტის დროის გამოიყენება.
სამეცნიერო კვლევა საი წელი მიმდინარეობდა და ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
ამჯამად მეცნიერები მეორე ენდემური ჯიშის მცენარის კოლხური ბაძგის უნიკალურ თვისებებს იკვლევენ.
"დამზადებულია პრეპერატები როგორც წყალხსნარის, ასევე ტაბლეტებისა და სიროფის სახით. ბოლო ორი წამალფორმა უკვე სავსებით მისაღები იქნება ბავშვთა ასაკშოც. დამზადებულია აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია მათი წარმოებისათვის", _ აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია.