დანაშულის ჩადენისას რასობრივი მოტივი დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, კოდექის 53-ე მუხლს 31 ნაწილი ემატება, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.
საკანონმდებლო ინიციატვის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.