საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ფარგლებში მოხდება.
პრეზიდენტის პრესპსიკერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მცირე გამონაკლისის გარდა ამ მოსაზრებას იზიარებს ქართული პოლიტიკური სპექტრიც. მანჯგალაძის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა 2500-მდე რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი უვიზოდ.
"პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები გამოითქვა საგარეო მიმართულებით. მნიშვნელოვანია რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება. გადაწყვეტილება გამოცხადებიდან რამდენიმე საათში შევიდა ძალაში და მინდა აღვნიშნო რომ დღევანდელი მონაცემებით 29 თებერვლიდან მოყოლებული საქართველოს საზღვარი უვიზოდ რუსეთის 2500-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის საპასუხო რეაქცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით აღმოჩნდა არაადექკვტური იმის გათვალისწინებით რომ პრეზიდენტისა და სს სამინისტროს მხრიდან გაკეთდა საპასუხო განცხადებები", - განაცხადა მანანა მაჯნგალაძემ.