საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრა ბაქოში გაიმართება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იქნება ეკონომიკური, ენერგეტიკული და ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები.
შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენციაც. ხვალ, 7 მარტს, კი პრეზიდენტი აზერბაიჯანის პარლამენტში გამართავს შეხვედრას. ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მისნიტრს და სიტყვით გამოვა აზერბაიჯანის პარლამენტში.