ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და საქველმოქმედო ფონდი "წამი" (წარსული, აწმყო, მომავალი) ძველით ახალ წელს დევნილებთან შეხვდებიან.
13 იანვარს, ღამის 11 საათზე, მუხიანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას "ზუმბა" და "ჩვენებურები" მიიღებენ. კონცერტი 2 ნაწილიანი იქნება - ახალ წლამდე და შემდეგ. 12 საათზე დევნილები სტუმრებთან ერთად მრავალჟამიერითა და ტრადიციული სუფრით შეხვდებიან. შემდეგ კი კონცერტი გაგრძელდება.