რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალური ვაშინგტონი ეხმაურება. საგანგებო განცხადება გვიან ღამით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
მისი თქმით, აშშ საერთაშორისო დამკვირვებლების შენიშვნებს არჩევნებთან დაკავშირებით იზიარებს და რუსეთის მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი მზად არის არჩეულ პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ.
პრესმდივანმა კმაყოფილება გაამოთქვა პრეზიდენტ მედვედევის პოზიციასტან დაკავშირებით მიხაილი ხოდორკოვსკის საქმის გადახედვის შესახებ.
"ოფიციალური ვაშინგტონი მიესალმება პრეზიდენტ მედვედევის განკარგულებას ხოდორკოვკის საქმის გადახედვის შესახებ", _ განაცხადა პრესმდივანმა.
მანვე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას საქართველოც მოიხსენია და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებაში არ გადაიხედება.