რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აშშ-ში მაცხოვრებელმა რუსეთის მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ისინი ნიუ-იორკში თაიმ სკვერზე შეიკრიბნენ და არჩევნების შედეგების გადახედვა მოითხოვეს.
"რუსეთი პუტინის გარეშე!" ამ ლოზუნგით მანიფესტანტებმა პუტინის წასვლა მოითხოვეს და ოპოზიციის საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.