რუსეთის საპატრიარქო საქართველოს კანონიკური ეკლესიის მთლიანობას აღიარებს. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ილარიონმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საპატრიარქო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილებად განიხილავს, თუმცა აუცილებელია, დაცული იყოს იმ სასულიერო პირების ინტერესები, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებში მოღვაწეობენ.
მეუფე ილარიონის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის მოლაპარაკება 2010 წელსაც გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოში რუსეთის პატრიარქის ვიზიტს, მეუფე ილარიონის თქმით, პატრიარქ კირილის ვიზიტი საქართველოში, შესაძლოა შედგეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.