მოსკოვის ცენტრში ვლადიმერ პუტინის მომხრეების მიტინგი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მანეჟის მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 10 ათასს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"მიტინგი მანეჟის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი მოძრაობა "ნაშია". მიტინგში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს", _ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავიამ რომ მოსკოვში დღეს ასევე იგეგმება ოპოზიციის მიტინგის გამართვა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი გეგმავს ოპოზიციის მიტინგზე მისვლას, ჯერჯერობით არ ვრცელდება.