გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს პირადად დაურეკა ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადება ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა შტეფფენ ზაიბერტმა გააკეთა.
"კანცლერმა განუცხადა პუტინს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იგი აპირებს გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობები გერმანიასა და რუსეთს შორის. მან გამოხატა იმედი იმისა, რომ ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესში რუსული საზოგადოება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", _ განაცხადა ზაიბერტმა.
მერკელმა ვლადიმერ პუტინთან სირიაში არსებული სიტუაციაც მიმოიხილა.