მოსკოვში ლუბიანსკის მოედანი, სადაც ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის გამართვა იგეგმება, პოლიციელების მიერ ალყაშია მოქცეული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოედანი მთელ პერიმეტრზე ლითონის კონსტრუქციებითა და პოლიციელებითაა შემოღობილი.
ამავე დროს, მოედნის ირგვლი მოსკოვის ომონის წარმომადგენლებით სავსე უამრავი ავტომობილია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის პროკურატურამ ოპოზიციის წარმომადგენლების ყურადსაღებად ამ დილით უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დედაქალაქში ყველა ღონისძიება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული, აქციის ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისგების საკითხი დადგეს.