საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012 წლის 4 მარტს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზავილში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო.
ბოლო მონაცემებით, აფეთქებების წყებამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი და ნგრევა - დაიღუპა დაახლოებით 200 და დაშავდა 1 500-ზე მეტი ადამიანი. ქალაქში გრძელდება სამაშველო სამუშაო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი არის შენობების ნანგრევებში მომწყვდეული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და კონგოელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.