პრაღაში, "ვიშეგრადის ჯგუფის", დანიის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თავის ჩეხ კოლეგასთან კარელ შვარცენბერგთან.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. ასევე, ყურადღება დაეთმო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს.