პრაღაში "ვიშეგრადის ჯგუფის", დანიის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ შიკორსკისთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. საუბრისას, პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი.
შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები.