საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაჯიდ სამადზადე საბერი მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები.