სარემონტო სამუშაოს გამო, 6 მარტს, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების, საბურთალოს, თამარაშვილის, ცინცაძის, შევარდენიძის, ანტონოვსკაიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.