სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასადმა პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა, სირიულმა საინფორმაციო სააგენტო "სანამ" გაავრცელა.
ასადმა პუტინს პირადად თავისგან და სირიელი ხალხისაგან წარმატება უსურვა, რუს ხალხს კი "ახალ ლიდერთან ერთად პროგრესი და აყვავება".
ასადი გამოხატავს იმედს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება. წერილში აღნიშნულია, რომ სირიულმა მედიამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო არჩევნებში პუტინის გამარჯვება და აღნიშნა, რომ "კრემლში ძლიერი ადამიანი დაბრუნდა".
აღსანიშნავია, რომ სირიის პრეზიდენტის მომხრეებმა დამასკოში ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი მიტინგიც კი გამართეს.