რუსეთის პრეზიდენტობის კანიდიდატს, ვლადიმერ ჟირონოვსკის იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ტრიბუნალს გადასცემს. ამის შესახებ ჟურინოვსკიმ ქართველ ჟურნალისტებს დღეს, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის შეფასებისას განუცხადა.
"რაც შეეხება საქართველოს, არანაირი ცვლილება არ იქნება სანამ თქვენ სულელურ პირობებს გვიყენებთ. ისევ გვთხოვთ, რომ აღიარებაზე უარი ვთქვათ. თავი ვინ გგონიათ?! ნამუსიც არ გაქვთ... სააკაშვილი ტრიბუნლას უნდა გადავცეთ და თქვენ კი ამ დროს პირობებს გვიყენებთ", - მიმართა ქართული მედიის წარმოამდგენლებს ჟურინოვსკიმ.
მისივე მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში არაფერი არ შეცვლება ვიდრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით ახალი ინიციატივით გამოვიდა და ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზი რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
ქართული მხარის ინიციატივას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.