რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე 3000-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-საიტი "კარტა ნარუშენიე" ავრცელებს, რომელიც ასოციაცია "გოლოსის" მიერ არის შექმნილი.
საიტის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე დარღვევბის კუთხით ყველაზე მეტი ამორჩეველზე ზეწოლაა, კერძოდ კი ასეთი უკვე 560 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე გამოვლენილია 395 შემთხვევა ადმინისტრაციული რესუსრსის უკანონო გამოყენების, რამდენიმე ასეული შემთხვევა დაფიქსირდა ხმის უკანონო და არასწორი მიცემის.
გარდა ამისა, ინტერნეტ-საიტზე აღნიშნულია, რომ 155 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც კანიდატების უფლებები დაირღვა, ხოლო დამკვირვებლების, კომისიის წევრებისა და მასობრივი საინფორმაცი საშუალებების წარმომადგენელბის მიმართ უფლებების დარღვევის 148 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ასევე ირღვევა აგიტაციის წესები, გამოვლენილია ამომრჩევლის მოსყიდვის 103 შემთვევა და სხვა დარღვევები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.