ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საწინააღმდეგო ღვთისმსახურება ჩატარდა. როგორც მართლმადიდებელი სასულეირო პირები აცხადებენ, ეს გამაფრთხილებელი წირვაა, რომელიც მიმართულია მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ.
არსებული ინფორმაციით, ღვთისმსახურებას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც ბათუმისა და აჭარის სხვადასხვა ტერიტორიებიდან მივიდნენ სკვერში.
აღნიშნულ სკვერში 1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპული ინკრების საფლავებია.
შეგახსენებთ, რომ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდება. აღნიშნული შეთანხმება თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შედგა.