რუსმა სამართლადმაცველებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე დარღვევა გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შინაგან საქამეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ მოსკოვის #1928 საარჩევნო უბანზე პოლიციამ 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელიც არჩევნებზე ხმის მიცემას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა.
დაკავებული, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ამტკიცებდა, რომ არჩვენებზე მისი მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენების მიზანს საარჩევნო უბნებზე სამართლადაცველების ქმედების შემოწმება წარმოადგენდა.
კიდევ ერთი "პოილიციის ქმედების შემმოწმებელი" დააკავეს სამართალდამცველბმა ქალაქ იაკუტსკში, რომელსაც თან 8 საარჩევნო ბიულეტინი ჰქონდა.
ამ შემთხვევაშიც მოქლაქე ამტკიცებს, რომ მისი ქმედების მიზანი პოლიციისა და საარჩევნო კიმისიის წევრების მუშაობის და რეაგირების შემოწმება იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძვიან: რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი, პარტია "სპრავედლივაია როსიას" კანდიდატი სერგეი მირონოვი და ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვი.