სირიის ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ საბძოლველად შეიარაღებას ირანი აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა "Washington Post" აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცლებს.
"სამი მაერიკელი ჩინოვნიკის ინფორმაციით, რომელთაც ხელი ახლო აღმოსავლეთში ჩატრებულ სადაზვერვო მასლებზე მიუწვდებათ, ირკვევა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს იარაღს და სხვა საბრძოლო მასალებს ირანი აწვდის. ეს მაშინ ხდება, როდესაც სირიის ხელისუფლება ოპოზიციის გასანადგურებლად ქალაქ ჰომსში უპრეცედენტო ოპერაციას ატარებს", - ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, "Washington Post" წყაროს ინფორმაციით, ირანი უარს ამბობს სირიის ხელისუფლების უფრო მეტად დახმარებაზე.
ამასთან, ამაერიკული გამოცემა წერს, რომ არაბული ქვეყნები ასევე განიხილავენ იარღით დახმარების საკითხს სირიის ოპოზიციისთვის.
შეგახსენებთ, რომ სირიაში რამდენიმე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება ერთი წელია გრძლდება, რასაც 5 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აღსანიშნავია, რომ გაერო სირიის ხელისუფლების მიმართ სანქციების შესახებ რეზოლუციის მიღებას გეგმავდა, თუმცა მას მხარი რუსეთმა და ჩინეთმა არ დაუჭირა.