დღეს ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების სისტემაზე საუბრისას ყურადღება სკოლებში დასწრებაზე გაამახვილა.
"შეფასების ნაწილი დასწრება უნდა იყოს. ნიშანმა საერთო გამოცდა უნდა დაადატუროს, მაგრამ საერთო გამოცდაზე ვერ მიაღწევ შედეგს, თუ მანამდე არ გაქვს ნიშანი სკოლაში. ატესტატი შედგება ამ ორისგან _ რასაც სკოლა აძლევს და სკოლა დასტურდება იმით, რასაც ვიღებთ საერთო გამოცდაზე. ამით გამოვრიცხავთ კორუფციას. მეორე მხრივ, მივცემთ საშუალებას სკოლებს, დაამყარონ დისციპლინა და აღადგინონ წესრიგი სკოლებში", _ აცხადებს სააკაშვილი.