რუსეთის პრემირ-მინისტრი, პარტია "ედიანაის როსიას" პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის არჩევნებში, ჯერ არ მიუღია.
"არ ვიცი, მინდა თუ არა 20 წელზე მეტხანს ვიჯდე. ჩემთვის ჯერ ეს არ გადამიწყვეტია. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე მომავალი 6 წლის განმავლობაში. არც ვფიქრობ", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
მისი თქმით, მან არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ გადაწყიტა, რომ მედვედევის მმართველობის დროს მისი რეიტინგი მედვედევის რეიტინგზე ცოტა უფრო მაღალი იყო.
"მე და ბატონმა მედვედევმა მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ რომელიმე ჩვენგანმა შესაძლებელია კენჭო იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუკი დავინახავთ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგები საშუალებას გვაძლევს გავიდეთ არჩევნებში - ან მე ან ის. საქმე კი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენი მონა-მორჩილის რეიტინგი ცოტა უფრო მაღალი იყო", _ აცხადებს პუტინი და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის განზრახვას - მედვედევის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშნოს.