საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს წელიწადში საქართველოში 6 მილიონამდე რუსი ჩამობა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
"ეს გადაწყვეტილება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი სიმართლის გატანა იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე", - განაცხადა სააკაშვილმა.
"უკრაინელებმა და რუსებმა დაიწყეს საქართველოში სიარული, დაიწყეს ბლოგების კეთება საქართველოზე, დაიწყეს "ფეისბუკზე" დადება საქართველოს ინფორმაციის და ფოტოების. ამან ამოქაჩა ჩვენი იმიჯი აღნიშნულ ქვეყნებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.