რუსეთის პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს სირიასთან "განსაკუთრებული ურთიერთობა" არ აქვს.
როგორ "ალ-არაბია" იუწყება, პუტინმა სირიის მთავრობასა და ოპოზიციას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა დასავლეთი გააკრიტიკა სირიელი ამბოხებულების თანადგომისთვის.
"ჩვენ არ გვაქვს სირიასთან განსაკუთრებული ურთიერთობა", - განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ასადი თანამდებობის შენარჩუნებას, პუტინმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მას შეფასების გაკეთება არ შეუძლია.
"ნათელია, რომ სირიაში სერიოზული საშინაო პრობლემებია. თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ მართავს ქვეყანაში მომავალს. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ შეწყვიტონ ერთმანეთის ხოცვა", - განაცხადა პუტინმა.