საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად ძირითადი სასკოლო საგნები ბავშვებს არ სჭირდებათ. ამის შესახებ სააკაშვილმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან, ვისაც უმაღლესში ჩაბარება სურს, ჩასაბარებელი ექნება სამის ნაცვლად 10 გამოცდა და ეს იქნება პარალელურად გამოცდები სკოლის ატესტატისთვის.
"პრაქტიკულად მიღებული გვაქვს ექიმბაშური სიტუაცია, რომლის მიხედვით საკმარისია უნარ-ჩვევები ისწავლო და ამით შეიძლება მოხვდე უმაღლესში. ამას ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზგამით აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს სკოლის ატესტატის პრესტიჟი და უნდა აღდგეს მთავარი საგნების პრესტიჟი სკოლაში.
"დღესვე მინდა გამოვაცხადო და ვუთხრა უველას: 2011 წლიდან ვერავინ გამოძვრება ამ მარტივი გამოცდებით. ვისაც უმაღლესში ჩაბარება სურს, ჩასაბარებელი ექნება გამოცდები უმთავრეს დისციპლინებში, იქნება სამის ნაცვლად 10 გამოცდა და ეს იქნება პარალელურად გამოცდები სკოლის ატესტატისთთვის. მინიმალური კომპეტენტურობა გქვექნება 15 ქულა მაინც", _ განაცხადა სააკავილმა და დაძინა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველ სისტემას ვაბრუნებთ.
"10-ვე გამოცდა ჩატარდება არა სკოლებში, არამედ დიდ საგამოცდო ცენტრებში და ამ 10 საგანში აუცილებლად შევა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია და კომპიუტერი", _ განაცხადა სააკაშვილმა.