რუსეთის ფაქტორის პირობებში ამერიკის ინტერესებში შედის, რომ საქართველო არ დატოვოს ადეკვატური დახმარების გარეშე. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა ნატო-ს პარტნიორებთან კოორდინირებულად უნდა მოხდეს.
"შეერთებული შტატების ხედვა თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ ისევ განუხორციელებელი რჩება. საქართველოს ტერიტორიები ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველო ნატო-ს წევრობის პრეტენდენტი და ავღანეთის მისიის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეა. როგორც გასულ წელს თავის დასკვნაში ჯინ ჯაჰინმა და ლინდსი გრეჰამმ თავის დასკვნაში აღნიშნეს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან კარგი თავდაცვის ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბოს. ნახსესენები იყო მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვაც, რაც ნატო-ს პატნიორებთან კოორდინაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. რუსეთის ფაქტორის პირობებში ამერიკის ინტერესებში შედის, რომ საქართველო არ დატოვოს ადეკვატური დახმარების გარეშე.", - განაცხადა მაკკეინმა.
მისი თქმით, ამ რეგიონთან მიმართებაში გასულ წელს კონგრესმა შესაბამისი აქტი დაამატკიცა და ის მოუთმენლად ელის კონგრესის მიერ წარდგენილი სტრატეგიის განვითარებას.