პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინელი ინვესტორები საქართველოში ბიზნესის განვითარებას შესძლებენ. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი და მასშტაბური დელეგაციაა ჩამოსული უკრაინიდან, სადაც უმრავლესობა ბიზნეს სექტორის წამოამდგენლები არიან.
„იმედი მაქვს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ისინი შეძლებენ ქართველ ბიზნესმენებთან საერთო ენის მოძებნას. ასევე, მივესალმებით ინვესტიციებს, ინვესტორებს და ნებისმიერი ინვესტიცია ნიშნავს ამ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მეტ დასაქმებულ ადამიანს, რაც სახელმწიფიოს ამოცანაა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დელეგაცია მოძებნის საკმარის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ საქართველოში განავითაროს ბიზნესი.
„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეკრება დამთავრდება კონკრეტული შედეგებით, რომელიც იქნება მომგებიანი და წარმატებული საქართველოს ეკონომიკისთვის", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.