ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების შედეგად ირანის პარლამენტის ახალი შემდეგნლობა უნდა დამტკიცდეს. სულ ქვეყანას 290 დეპუტატი ეყოლება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ირანში ჩატარებული არჩევნების შენდეგ ოპოზიცია აცხადებდა, რო მ არჩევნები გაყალბდა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს აქციები სასტიკად ჩაახშო.
ამჟამად მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ბრძოლა მიმდინარეობს ახმადინეჯადის მომხრეებსა და იმ ძალებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის სულიერი ლიდერის აიატოლა ალი ხამენეის მკაცრ პოლიტიკურ ხაზს. ოპოზიციული მოძრაობა "მწვანე მოძრაობა" არჩევნებზე წარმოდგენილი არ არის. ამ მოძრაობის ლიდერები შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
თავად ხელისუფლება მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. სააგიტაციო ფურცლებში ჩაწერილია ისიც, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის შედეგად, შესაძლოა რომელიმე დასავლურმა ქვეყანამ ირანს დაარტყას კიდეც.