პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი დეპუტატის ლუიზა შაკიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც ხდომაზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, შაკიშვილი იყო საბჭოთა რეჟიმთან ბრძოლის მაგალითის მიმცემი, რის გამოც ის დააპატიმრეს კიდეც.
"მინდა წუხილი გამოთქვა ლუიზა შაკიაშივილის გარდაცვალების გამო", - აღნიშნა ჩავაძემ.
დეპუტატის სამძიმარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შეუერთდა. მისი თქმით, შაკიაშვილი იყო არა მხოლოდ ყოფილი პარლემენტის წევრი, ასევე თვალსაჩინო დისიდენტი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ლუიზა შაკიაშვილი 70 წლის ასაკაში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ინსულტით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.1942 წლის მარტში ბოდბეში დაიბადა. ყოფილი დისიდენტი. პარლამენტის ყოფილი წევრი. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ხალხურ რედაქციაში. ეროვნული მოძრაობის ყოფილი წევრი. მე-20 საუკუნის პოლიტიკაში ერთ-ერთი ხმაურიანი სახე.